თურქეთის ქალაქ სტამბოლში, დასრულდა პრესტიჟული საერთაშორისო ტურნირი სახელწოდებით EAST VS WEST SUPER FINAL, სადაც გურჯაანის სპორტული გაერთიანების მეგა-მწვრთნელმა და მოქმედმა მკლავჭიდელმა ალექსი ზავრაშვილმა უდიდეს წარმატებას მიაღწია.
მან უამრავ სახელოვან სპორტსმენთან ჭიდილში პირველი ადგილი დაიკავა და ჩემპიონისთვის განკუთვნილ პრიზს დამსახურებულად დაეუფლა.
აღნიშნულ ტურნირს წინ უძღოდა ბათუმში გამართული საკვალიფიკაციო ეტაპი, სადაც ასევე ბრწყინვალე სტილში მოირგო გამარჯვებულის მანტია.
ალექსი ზავრაშვილს ვულოცავთ საოცარი შედეგების დაფიქსირებას და მომავალშიც არაერთ წარმატებას ვუსურვებთ.