დღის ამბები

რა სასმელ წყალს მოიხმარს თელავის მოსახლეობა, ხევის რა საფრთხეებზე საუბრობენ ექსპერტები

თელავის გენერალური გეგმის შემუშავების ერთ ერთ საკითხს სწორედ თელავის ხევის იგივე თელავის რიყის შესწავლას ითვალისწინებს .
1977 წელს ღვარცოფის მოქმედების შედეგად ძლიერ დაზარალდა ქალაქი თელავი, დაიფარა ქალაქის ქუჩები, დააზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები.
ცნობილია რომ 1978 წელს, ღვარცოფებისაგან ქალაქის დასაცავად, თელავის ხევის კალაპოტის გასწვრივ, ქალაქის სამხრეთით დაუსახლებელ ტერიტორიაზე, აშენდა ღვარცოფსაწინააღმდეგო დამცავი გაბიონი. მისი მიზანია ღვარცოფისა და წყლის ძლიერი ნაკადის შენელება ღვარცოფის ან წყალმოვარდნის დროს

 

თელავის ხევი მოსახლეობას სერიოზულ საფრთხეს უქმნის. გარემოს დაცვის ექსპერტები ღვარცოფული სტიქიის მოვარდნისაგან დამცავი სქემის შემუშავებასა და პრევენციული ტიპის ღონისძიებების ჩატარების აუცილებლობაზე საუბრობენ.
ცნობილია რომ ღვარცოფული სტიქია 100 წელიწადში ერთხელ მეორდება :
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, წყალთა მეორნეობის ინსტისტუტის ბუნებრივი კატასტროფების განყოფილების ხელმძღვანელი, აკადემიური დოქტორი, ასოცირებული პროფესორი რობერტ დიაკონიძე ერთ ერთია ექსპერტთა ჯგუფიდან რომლებიც თელავის ხევს სწავლობენ .
ჩვენთან საუბრის დროს დიაკონიძე აღნიშნავს რომ :
„ჩვენ ვიყავით სამუშაო ჯგუფი ჩამოსულები მთა ცივიდან ფეხით ჩამოვედით მდინარის ხეობაში.წინდაწინი შესწავლა უკვე გაკეთებული გვაქს ,გაანგარიშებებს დრო ჭირდება,რამდენიმე დღე.
განვითარებულია მეწყრული პროცესები ხეობაში,რომელსაც რომ გითხრათ რამე დამცავი ღონისძიებები შეიძლება გატარდესმეთქი, არ შეიძლება. იმ ადგილებში,სადაც შეიძლება მიწვდეს ტექნიკა და ადამიანის ძალა შეიძლება გაიწმინდოს კალაპოტი, რომ არ შეუშალოს ხელი მერე ნაკადის სვლას წყალდიდობის დროს. ეს ერთი, მეორე რაც შეეხება უსაფრთხოებას თვითონ ქალაქისთვის, ამ წუთში ამ სამი შენობით,რომელიც ადრეა აშენებული ე.წ. ხერხეულიძის ნაგებობები,ნამდვილად დაიცავენ ქალაქს დაზიანებისა და დანგრევისაგან. მაგრამ 100 წლიანი განმეორადობის შემთხვევაში უნდა დაზუსტდეს გაატარებს თუ არა?!
– იზრდება თუ არა საფრთხე თელავის ხევში ღვარცოფის მოვარდნის შესახებ ?
კერძოდ ქალაქის ტერიტორიაზე ის არსებული კალაპოტი,რომელიც ხელოვნურადაა უკვე მოპირკეთებული რკინა-ბეტონით და ფილები რომელიც მასშია განლაგებული გაატარებს თუ არა მაქსიმალური 1%-იან ხაზს ანუ 100 წლიანი განმეორადობის პროგნოზი. ანუ 100 წელიწადში ერთხელ რომ მოვა ამ სიდიდის ხარჯი , ამას ქვია პროგნოზული სიდიდე 100 წლიანი განმეორადობით 0,1%იანი უზრუნველყოფა წყლის ხარჯების.
მე გათვლები უკვე გაკეთებული მაქვს წყლის მაქსიმალურ ხარჯებზე პროგნოზული სიდიდეები და გაკეთებული მაქვს ღვარცოფზეც.

ეხლა ვანგარიშობთ გამტარუნარიანობას, გაატარებს თუ არა ეს კალაპოტი ამ შემთხვევაში ამას. წინდაწინ მონაცემებით რატომღაც მე თავიდან ცუდი ინფორმაცია მომაწოდეს,მაგრამ მერე უფრო სასიკეთო გამოჩნდა.
რადგანაც მთლიანად წყლის აუზის ფართობი,რაც გააჩნია თელავის ხევს უწოდებენ,მაგრამ სინამდვილეში რუქებზე ქვია თელავის რიყე,მასში შედის რამოდენიმე მდინარე მაწანწარა, ვარდისუბანზე რომ გადის კიდევ სხვა მდინარეები.
მაგრამ ბუნებას ისე აქ გაკეთებული,როდესაც თელავს აშენებდნენ ისეთი ადგილი შეარჩიეს მხოლოდ თელავის რიყეს, ანუ მხოლოდ თელავის წყალი ღებულობს მონაწილეობას. ის აუზები გამოყოფილია ხელოვნურად კი არა არამედ ბუნებრივად.
აქედან გამომდინარე აუზის ფართობი შემცირდა.
ეხლა ვაზუსტებთ მონაცემებს რამდენს გაივლის წყლის ხარჯი, გაატარებს თუ არა და უმოკლეს დროში გვეცოდინება ყველაფერი. ეს რაც შეეხება უსაფრთხოებას წყალდიდობისა და ღვარცოფული ნაკადების ფორმირების შემთხვევაში.“

რობერტ დიაკონიძს გენგეგმის სანიტარულ 1 ზონაზე ამახვილებს ყურადღებას კერძოდ კი მისი თქმით :
„არის მეორე ეკოლოგიური პრობლემა ამ ხეობაში. არ არის დაცული სანიტარულ- ჰიგიენური წესები, აქედან ხდება მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა. ჭებს თავი ღია ჰქონდათ და რამოდენიმე ჭებს თავი ჩვენ დავახურეთ.იმიტომ რომ არ შეიძლება ჭაში რომ ჩავიდეს ცოცხალი ორგანიზმი მოკვდება, შეიძლება ძაღლი ჩავარდეს და ბიოლოგიურად დაბინძურდება წყალი. არ შეიძლება ასევე მწვადების შეწვა. ეგ არის სანიტარული ზონა ნომერი პირველი , საიდანაც მარაგდება სასმელი წყლით თელავი.ეს სანიტარული ზონა ბუნებრივად არის გამოყოფილი.ვერც ცივიდან, ვერც ფერდობებიდან იქ ვერც ცხოველი შევა და ვერც ადამიანი,ჩვენც ძლივს ჩამოვედით.მხოლოდ შესასვლელში უნდა ღობის გადაღობვა რომ არ შევიდეს შიგნით უცხო, ყარაულიც დაუყენონ და არ გაუშვან არავინ,იმიტომ რომ ქალაქი მარაგდება წყლით.
ეს ორი პრობლემაა გამოკვეთილი.აუცილებლად ჭირდება წყლის ხარისხის შესწავლა. დადგინდეს რა ინგრედიენტებია,რომელი ნივთიერებებია დასაშვები წყლის ხარისხში,რომელიც უსაფრთხო იქნება ადამიანებისთვის , სასმელის წყლისთვის რომ გამოიყენონ ეს წყალი.რაც ადამიანების ამ პრობლემას აუცილებლად ჭირდება მიხედვა და
მეორე რაც შეეხება გაატარებს თუ არა ეს ღვარცოფის დაცავაი ნაგებობა ამას ვაზუსტებთ რამდენს გაატარებს და რამდენს ვერ გაატარებს. თუ ვერ გაატარებს,დავსახავთ ღონისძიებებს რა უნდა გაკეთდეს.მაგრამ ამ შენობასაც,რომელიც ეხლა არსებობს, თუ მიხედავენ 50 წელი არ იქნება საშიშროება. ოღონდ ჭირდება სარეაბილოტაციო სამუშაოები,რადგან ქვედა პირველ და მეორე ნაგებობას გამორეცხილი აქ საყრდენები. დროთა განმავლობაში,თუ მას დროულად არ გავაკეთებთ, გამოეცლება საყრდენები და ჩამოინგრევა ნაგებობა, ამიტომ დროულად უნდა მიხედვა.ეს არის რაც პირველი შეხედვით და დღევანდლამდე შესწავლით ჩანს“
დღეისათვის თელავის გენერალური განვთიარების გეგმის მე 2 ეტაპი დასრულებულია.

პ.ს. მთავარი ამბები კახეთში განაგრძობს გენგემის შესახებ მუშაობას და უახლოეს დღეებში შემოგთავაზებთ ქალაქის ზონირების შესახებ მასალას ვახტან კასრელიშვილთან ინტერვიუს.

                               

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close