დღეს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია უძღვებოდა. სხდომაზე წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს.
ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს, 2025 წლის ადგილობრივ ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები წარმოადგენდა, რომლებიც ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის პერსონალური ასისტენტის მომსახურების უზრუნველყოფას ეხებოდა.
სხდომაზე, ასევე იმსჯელეს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილის, სავალან ალიევისთვის თანამდებობრივი სარგოს შეწყვეტის საკითხზე. შეგახსენებთ, რომ სავალან ალიევმა როგორც ფრაქციის, ასევე პარტიის რიგები დატოვა და საქმიანობას დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით განაგრძობს.