გურჯაანში თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება.
პროექტის ფარგლებში ქუჩის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.
დაიგო ასფალტის ახალი საფარი. ტროტუარები და გარე განათება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო. ინტერნეტისა და ელექტროენერგიის ქსელი მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემაში მოექცა.
თამარ მეფის ქუჩის რეაბილიტაციას, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის დაკვეთით, ტენდერში გამარჯვებული შპს „იმედი დიდუბე“ ახორციელებს.
პროექტი 903 000 ლარით დაფინანსდა.