კინოთეატრ “სინემაში” გაიმართა პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ ორგანიზებული ღონისძიება “საგზალი საქართველოსთვის”
ლაგოდეხის, კინოთეატრ “სინემაში”, პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგმა, ირინა ორუჯაშვილმა წარმოადგინეს უნიკალური ღონისძიება — “საგზალი საქართველოსთვის”.
მოსწავლეებმა სცენაზე გააცოცხლეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები და გმირები, მათ შორის:
ექვთიმე თაყაიშვილი
“ჯინსების თაობა”
“კაცი, რომელსაც ძლიერ უყვარდა ლიტერატურა”
ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდებისთვის ეროვნული თვითშეგნების გაღრმავებასა და ისტორიული მემკვიდრეობის გაცნობას.
ღონისძიებას ესწრებოდნენ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახა ჯამბურია, საქართველოს პარლამენტის წევრი გურამ მაჭარაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ივანე ხაჩიძე და მერის მოადგილე ნინო ბატიაშვილი.