საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, საბუეში მომხდარი ავარიის დროს პირი, რომელიც ავტომობილს მართავდა, ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იყო. მძღოლს 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. საგულისხმოა, რომ ქვეყანაში ავარიების თითქმის 20% ნასვამი მძღოლის გამო ხდება. ამ მიზეზით, მხოლოდ გასულ წელს საქართველოში 185 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 15, 277 კი დაშავდა.მოქმედი კანონმდებლობით, ნასვამ მძღოლებს ავტომობილის მართვის უფება 6 თვიდან 1 წლამდე უჩერდებათ, განმეორებით ჩადენისას კი ამას 2000 ლარიანი ჯარიმა და 5-დან 15 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა ემატება. გურჯაანში ფიქრობენ, რომ ეს საკმარისი არ არის და კანონი კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს.
Home რეგიონი საბუეში მომხდარი ავარიის დროს პირი რომელიც საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში იჯდა 12 წლამდე...