30 აპრილს, 15:00 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის საკრებულოს სხდომათა დარბაზში (მე-3 სართული), გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა, რომლის მიზანია ადგილობრივი მეწარმეების ინფორმირება სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს მიერ განხორციელებულ ბიზნესმხარდამჭერი პროექტებისა და სერვისების შესახებ.
ღონისძიება წარმოადგენს მნიშვნელოვან პლატფორმას მეწარმეებისთვის, რომლებსაც სურთ გააფართოვონ თავიანთი საქმიანობა, დაამყარონ ახალი პარტნიორობა და გამოიყენონ სახელმწიფო მხარდაჭერის შესაძლებლობები ბიზნესის გასავითარებლად.
შეხვედრის ორგანიზატორია სააგენტო – „აწარმოე საქართველოში“ კახეთის რეგიონული საკონსულტაციო ცენტრი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერია.