Home რეგიონი ახმეტა 26-27 აპრილს სოციალურად დაუცველებს უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდებათ

26-27 აპრილს სოციალურად დაუცველებს უფასო სამედიცინო მომსახურება ჩაუტარდებათ

26-27 აპრილს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ექიმები ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს ჩაატარებენ.

მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ შემდეგი სახის სამედიცინო მომსახურება

ექიმი-თერაპევტის კონსულტაცია

ფარისებრი ჯირკვლის რადიოლოგიური კვლევა;

გინეკოლოგის კონსულტაცია;

მუცლის ღრუ და სხვა შინაგანი ორგანოების ექოსკოპირება უახლესი აპარატურით;

კარდიოლოგის კონსულტაცია;

კარდიოლოგიური გამოკვლევა;

სისხლში შაქრის შემცველობის დონის განსაზღვრა;

ოფთალმოლოგის კონსულტაცია:

მისამართი ქ.ახმეტა ჭავჭავაძის ქ N 155 ახმეტის წითელი ჯვრის ფილიალი (ძველი პოლიციის შენობა)