სოფელ გავაზში სახალხო დღესასწაული „ყველაწმინდობა“ აღინიშნება.
სახალხო დღესასწაულის ფარგლებში სპორტული ღონისძიებები მოეწყო. ქართულ ჭიდაობაში შემდეგ წონით კატეგორიებში გამარჯვება მოიპოვეს:
55 კგ. – I ადგილი – ცოტნე ფხიკიძე, II ადგილი – ჯაბა ლუხოშვილი;
60 კგ. – I ადგილი – გიორგი იმერლიშვილი, II ადგილი – ელდარ ბახბახაშვილი;
66 კგ. – I ადგილი – საბა თუშიშვილი, II ადგილი – გიორგი რცხილაძე;
73 კგ. – I ადგილი – გიგა მრელაშვილი, II ადგილი – მურად გაზიმაგამედოვი;
81 კგ. – I ადგილი – დავით ბახბახაშვილი, II ადგილი – ზურაბ სირაძე;
აბსოლუტური – I ადგილი – გიორგი მულაძე, II ადგილი – დავით ბახბახაშვილი.
გამარჯვებულებს მერმა სიგელები, თასები და მედლები გადასცა.
ღონისძიებას ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის პირველი მოადგილე ვალერი გოქსაძე, გავაზისა და კუჭატნის თემის მაჟორიტარი დეპუტატი, მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში, სპორტსმენები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.