აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათები გადაეცათ.
სააღდგომო ამანათები ბენეფიციარებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ზურაბ ფილაშვილმა და მერიის ჯანდაცვის, ბავშვის უფლებათა დაცვის და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსმა ნინო იდიძემ გადასცეს.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სააღდგომო ამანათი 370 ბენეფიციარს გადაეცა.