გურჯაანის კულტურის ცენტრში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატის მეოთხედფინალი გაიმართა.
იუმორისტულ შეჯიბრში გურჯაანის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.
კონცერტს, მაყურებელთან ერთად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე ბერიძიშვილი და მერის მოადგილე ლევან ხაზიური ესწრებოდნენ.
გურჯაანში, მხიარულთა და საზრიანთა სასკოლო ჩემპიონატი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით ყოველწლიურად იმართება.