ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან ერთად, მდინარე შოროხევის ხეობაში ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
მდინარე შოროხევის ხეობაში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, 600 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოები.
პროექტის თანახმად, დაგეგმილია მდინარეების – დურუჯის, ავანისხევის, შოროხევისა და ინწობის ხეობებში ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობა.
პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 167 120 ლარს შეადგენს.