Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტში სიყვარულის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ყვარლის მუნიციპალიტეტში სიყვარულის დღესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ა(ა)იპ ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის ორგანიზებით სოფელ ჭიკაანის კულტურის სახლის დარბაზში გაიმართა სიყვარულის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლები, მომღერლები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.

საღამოს ესწრებოდნენ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მერის პირველი მოადგილე, კულტურის სამსახურების ხელმძღვანელები და ადგილობრივი მოსახლეობა.