Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მდინარე დურუჯის ხეობაში სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მდინარე დურუჯის ხეობაში სამუშაოებს ადგილზე გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან ერთად, მდინარე დურუჯის ხეობაში ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

მდინარე დურუჯის ხეობაში, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების დატბორვის თავიდან აცილების მიზნით, 1140 გრძივ მეტრზე მიმდინარეობს ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის თანახმად, დაგეგმილია მდინარეების – დურუჯის, ავანისხევის, შოროხევისა და ინწობის ხეობებში ნაპირსამაგრი მიწაყრილების მოწყობა.

პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ჯამური ღირებულება 167 120 ლარს შეადგენს.