Home რეგიონი ყვარელი ქ. ყვარელში, “ილიას ტბაზე”, რეგიონული შეჯიბრი გაიმართა

ქ. ყვარელში, “ილიას ტბაზე”, რეგიონული შეჯიბრი გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, ქ. ყვარელში, “ილიას ტბაზე”, რეგიონული შეჯიბრი გაიმართა გეზრბენში.

ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლა.

გოგონებს შორის I ადგილი დაიკავა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლის საჯარო სკოლამ, ხოლო II ადგილზე გავიდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდას საჯარო სკოლა.

შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს სიგელები და თასები გადაეცათ.