ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, ახლადარჩეულ ახალგაზრდული საბჭოს ლიდერებთან, სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრა, დისკუსიის ფორმატში წარიმართა.
მერმა, მუნიციპალიტეტის საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მათთან ეფექტურ კომუნიკაციაზე, სხვადასხვა ახალგაზრდული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელების დადებით შედეგებზე გაამახვილა ყურადღება.
მერმა ახალგაზრდებს, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია, იმ ახალგაზრდული პროექტების შესახებ, რომელიც მუნიციპალიტეტში მათი თანატოლების ჩართულობით უკვე განხორციელდა. ასევე, მოისმინა, ახალგაზრდების ახალი ინიციატივები და არსებული საჭიროებები.