Home რეგიონი ყვარელი გივი ზაუტაშვილი საბუესა და გრემში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

გივი ზაუტაშვილი საბუესა და გრემში საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოებს გაეცნო

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, მოადგილებთან ვალერი გოქსაძესთან და გიორგი ქოქიაშვილთან ერთად, სოფლებში – საბუესა და გრემში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

სოფ. საბუეში, “ფიქალებთან” მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 1384 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.

პროექტი არის გარდამავალი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 501 910 ლარს შეადგენს.

სოფ. გრემში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 972 გრძივ მეტრზე ასფალტის საფარის დაგება და რკინა ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა.

პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 366 698 ლარს შეადგენს.