Home რეგიონი ლაგოდეხი საინფორმაციო შეხვედრა სკოლამდელი განათლების შესახებ

საინფორმაციო შეხვედრა სკოლამდელი განათლების შესახებ

ლაგოდეხია მერიის მხარდაჭერით, ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობასა და პოზიტიური მშობლობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სკოლამდელი განათლების სამმართველოს წარმომადგენელმა, მარიამ ჩიბუხაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას, ხარისხიანი სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, მშობლის და აღმზრდელის საერთო მიზანზე, ბავშვის უფლებების დაცვასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ესაუბრა.

შეხვედრას მუნიციპალიტეტის მერთან, ჯონდო მდივნიშვილთან ერთად, საბავშვო ბაღების წარმომადგენლები და მშობლები დაესწრნენ.