დღის ამბებისაზოგადოება

პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე – 3 მაისი

დღეს მეოცედ აღინიშნება პრესის თავისუფლების მსოფლიო დღე – 3 მაისი. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ულოცავს ყველა ჟურნალისტს პროფესიულ დღესასწაულს. პრესის თავისუფლების მსოფლიო დღეს საფუძველი ჯერ კიდევ 1991 წელს აფრიკელი ჟურნალისტების მიერ მიღებულმა “ვინდჰუკის დეკლარაციამ” ჩაუყარა, ხოლო გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ეს თარიღი პრესის თავისუფლების დღედ ოფიციალურად 1993 წელს გამოაცხადა. ციფრულმა ეპოქამ, ინტერნეტის განვითარებამ, სოციალურმა ქსელებმა, ბლოგოსფერომ და სამოქალაქო ჟურნალისტიკამ, წლების განმავლობაში, მთლიანად შეცვალა მედიალანდშაფტი, თუმცა მსოფლიო მედია კვლავ დგას მთავარი პრობლემების წინაშე: ჟურნალისტთა უსაფრთხოება (იუნესკოს მონაცემებით, ბოლო 20 წელიწადში მსოფლიოში დაახლოებით 600 ჟურნალისტი მოკლეს), მათზე ფიზიკური ზეწოლა, ხელისუფალთა მხრიდან მუქარა, ცენზურა.

2020 წელს მსოფლიოს მასშტაბით ,,COVID-19“-ს 55 ჟურნალისტი ემსხვერპლა. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „პრეს ემბლემ ქემპფეინი“ (Press Emblem Campaign) ავრცელებს, რომელიც პირველი მარტიდან ამ დრომდე ვირუსით 23 ქვეყანაში ჟურნალისტების გარდაცვალებაზე იუწყება.

ორგანიზაციის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჟურნალისტების დაინფიცირების მიზეზი უმეტეს შემთხვევაში სამუშაო პროცესის დროს ვირუსისგან თავდაცვისთვის საჭირო აღჭურვილობის ნაკლებობა სახელდება. ბანგლადეშში, ეგვიპტეში, პაკისტანში, მექსიკაში, ბრაზილიაში, შვედეთში, ესპანეთში და აშშ – ეს არის იმ ქვეყნების მცირე ჩამონათვალი, სადაც პროფესიოული მოვალეობის შესრულების დროს ჟურნალისტები კორონავიურისთ დაინფიცირდნენ. ბრიტანეთში „კოვიდ-19“-ის დიაგნოზით გარდაიცვალა „ბიბისის რადიო 4“ – ის წამყვანი რიჩარდ სანდერსი. წამყვანი კორონავირუსის გართულებით საავადმყოფოში მოხვდა, სადაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდა.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close