აჭარის ულამაზეს კურორტ დაბა ჩაქვში, ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორის ირაკლი თურმანიძის სახელობის დარბაზში, დასრულდა საქართველოს 17 წლამდე ძალოსანთა ეროვნული ჩემპიონატი, სადაც გურჯაანის სპორტული გაერთიანების წარგზავნილებმა 1 ოქროს და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

თუ გიორგი ქინქლაძის ჩემპიონობა და ხვიჩა კიწმარიძის მესამე პრიზიორობა არავის გაჰკვირვებია, სასიამოვნო სიურპრიზი შემოგვთავაზა ვატო წიკლაურმა. მან სამივე დისციპლინაში ბრწყინვალედ იასპარეზა, გამარჯვებულს და მეორე პრიზიორს მცირედით ჩამორჩა და საბოლოოდ კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე ავიდა.
