გურჯაანის სპორტკომპლექსში მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი მაჭავარიანმა და საკრებულოს თავმჯდომარე ვანო ბერიძიშვილმა საქართველოს სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილე გუნდებს ეკიპირება გადასცეს.
ახალი სპორტული ფორმები გადაეცათ ქალაქ გურჯაანის მე-2 და მე-4, სოფლების: ჩუმლაყის, ველისციხის, კოლაგის, არაშენდის და კაჭრეთის საჯარო სკოლების გუნდებს, რომლებიც 2025 წლის სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ახალი ეკიპირებით იასპარეზებენ.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები სასკოლო სპორტულ ოლიმპიადაში ყოველწლიურად ერთვებიან.