Home რეგიონი გურჯაანი გიორგი მაჭავარიანი სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზიანებული სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოებს გაეცნო

გიორგი მაჭავარიანი სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზიანებული სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოებს გაეცნო

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი მაჭავარიანი, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვანო ბერიძიშვილთან ერთად, სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზიანებული საცხოვრებელი სახლების სახურავების გადახურვის სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის განკარგულებით, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტისთვის 1 900 000 ლარამდეა გამოყოფილი, საიდანაც 200 საცხოვრებელი სახლის სახურავის გადახურვის სამუშაოები ფინანსდება.