4 მარტს ახმეტის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლში, კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასის მიერ, წარმოდგენილი იყო რაფიელ ერისთავის კომედია – ,,ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს”.
სპექტაკლმა მაყურებელში დიდი მოწონება დაიმსახურა. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა სპექტაკლის დამდგმელს – ბესო ფშაველაშვილს მადლობის სიგელი გადასცა, თეატრალური დასის მსახიობებს კი ყვავილები.