ლაგოდეხის მერი, ჯონდო მდივნიშვილი, მოადგილე, ნინო ბატიაშვილთან ერთად, ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის დირექტორს, ქეთევან ჯაყელს და სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, სკოლის პროგრამების განვითარების კონსულტანტმა, შოთა მურღულიამ, ინტეგრაციის პროგრამის მენეჯერმა, ნინო ჩაკვეტაძემ და ტრენერმა თამარ ჩიბურდანიძემ, მერს, საჯარო ადმინისტრირების პროგრამა წარუდგინეს, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებას, კვალიფიციური კადრების მომზადებასა და სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.
„სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებთან ერთად, სამომავლო თანამშრომლობა დავგეგმეთ. ვფიქრობთ, საჯარო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის გაზრდა და თანამშრომლების გადამზადება, ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის განვითარებას და ეფექტიან მმართველობას“ – აცხადებს ჯონდო მდივნიშვილი.