ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი გივი ზაუტაშვილი, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელ გიგა წიწრიაშვილთან ერთად, სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის წარმომადგენლებს შეხვდა.
სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის პროგრამების განვითარების კონსულტანტმა შოთა მურღულიამ საჯარო ადმინისტრირების პროგრამა წარმოადგინა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის გაძლიერებას, კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათი შესაბამისი პროგრამებით დაკმაყოფილებას ისახავს მიზნად.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.