Home რეგიონი ყვარელი ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ...

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა ბაგა-ბაღები მოინახულა

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა, მერის პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კახა ასისტშვილთან და ა(ა)იპ „სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორ ნონა დავითაშვილთან ერთად საბავშვო ბაგა-ბაღები მოინახულა.

მერი საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლებს შეხვდა, სააღმზრდელო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არსებულ საჭიროებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა. ასევე, განიხილა აღნიშნული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის მოწყობასთან დაკავშირებული საკითხები.