Home რეგიონი ლაგოდეხი დედის დღე ლაგოდეხში

დედის დღე ლაგოდეხში

დღეს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა, დედის დღე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დედებს მიულოცა.

სამუსიკო სკოლის დარბაზში გამართული კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება, ადგილობრივი ფოლკლორული, ქორეოგრაფიული ანსამბლების და სამუსიკო სკოლის პედაგოგების მონაწილეობით გაიმართა.

დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, მერთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, კახა ჯამბურია, მერის მოადგილე, ნინო ბატიაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიების დასრულების შემდეგ, დედებს, საზეიმოდ ყვავილები გადაეცათ