Home ბლოგი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,ბერიკაობა” გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში ,,ბერიკაობა” გაიმართა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებში – დიდი და პატარა ჩაილური ტრადიციული ღონისძიება ,,ბერიკაობა” გაიმართა. საგარეჯოს კულტურის ობიექტების გაერთიანების ორგანიზებითა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, ღია ცის ქვეშ ჩატარდა საზეიმო კონცერტი, ასევე, გაიმართა შეჯიბრი ქართულ ჭიდაობაში.

,,ბერიკაობა“ უძველესი ტრადიციული ღონისძიებაა. სოფლებში – დიდი და პატარა ჩაილური, ბერიკები ცეკვა-სიმღერით კარდაკარ შემოივლიან სოფელს, მოსახლეობას ფულს და ძღვენს ართმევენ და საღამოს ლხინის სუფრას მართავენ.

ღონისძიებას ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, დავით სონღულაშვილი, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერი, ავთანდილ გულიკაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ალექსი გილაშვილი დაესწრნენ.