Home რეგიონი სიღნაღი სოფელ ტიბაანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება

სოფელ ტიბაანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება

სოფელ ტიბაანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა მალე დასრულდება.

ამ დროისთვის შენობის შიდა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.

პროექტის დამთავრების შემდეგ, ტიბაანს 100 ბავშვზე გათვლილი ახალი, ორსართულიანი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი ექნება.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს და მასზე 2 461 736 ლარი იხარჯება.