გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახალი ბაღის მშენებლობას ახორციელებს, რომელიც მერმა გიორგი მაჭავარიანმა მოინახულა.
პროექტი ითვალისწინებს ორსართულიანი ნაგებობის აშენებას, შენობის ორივე სართულზე განლაგებული იქნება ჯგუფის ოთახები და სველი წერტილები, სამზარეულო, სპორტული დარბაზი, შენობის პირველ სართულზე დამატებით განთავსდება ადმინისტრაციის ოთახები.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
აღნიშნული პროექტისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 3 133 000 ლარი დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გურჯაანის მუნიციპალიტეტში დასრულებულია ორი ბაღის მშენებლობა: ველისციხის და ახაშნის, ხოლო მშენებარეა სოფელ კოლაგისა და ნანიანის საბავშვო ბაღები.