თელავში ყველა ცენტრალური და შიდა
საუბნო გზა გაწმენდილია.
უკვე სრულად აღდგა მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება.
თელავის კეთილმოწყობის სამსახური, ქალაქის მასშტაბით, ამ ეტაპზე გზის ფეხით სავალ ნაწილს წმენდს ყინულისაგან.
პროგნოზირებადი დაბალი ტემპერატურისა და მოსალოდნელი ნალექის გამო, მუნიციპალიტეტის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.