Home რეგიონი ახმეტა ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

ახმეტის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში შეხვედრა მიმდინარეობს

ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, სოფლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს.

20 თებერვალს, საერთო კრება ჩატარდა მატანში, ხევისჭალასა და ხადორში, სადაც პრიორიტეტულად დასახელდა შემდეგი პროექტები: სასმელი წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია,სანიაღვრე არხებისა და შიდა გზების რეაბილიტაცია, ხიდ-ბოგირის რეაბილიტაცია.

შეხვედრებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი ალექსი ფიცხელაური და საკრებულოს თავმჯდომარე იოსებ ქარუმაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ.