Home რეგიონი გურჯაანი კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლებში გამართულ კრებებში მიიღეს...

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა სოფლებში გამართულ კრებებში მიიღეს მონაწილეობა

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ალადაშვილმა და გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა, გიორგი მაჭავარიანმა მუნიციპალიტეტის სოფლებში – კარდენახი და ბაკურციხე, გამართულ საერთო კრებებში მიიღეს მონაწილეობა.

მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა სოფელ კოლაგშიც. აღნიშნულ სოფლებში მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, პრიორიტეტულ საპროექტო წინადადებებად – ამბულატორიის ეზოს შემოღობვა, ტრენაჟორების მოწყობა და სანიაღვრე არხის მოწესრიგება დასახელდა.

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას აღნიშნული პროგრამა აძლევს შესაძლებლობას, საერთო კრებაზე დააფიქსირონ საკუთარი მოსაზრება და ხმათა უმრავლესობით, შეარჩიონ პრიორიტეტული საპროექტო წინადადება.