მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში დასახლების საერთო კრებები გრძელდება.
პრიორიტეტული პროექტების შესარჩევად მოსახლეობის საერთო კრებები დედისფერულში, ყვარელწყალში, ქორეთში, კუწახტაში, საკობიანოსა და ბაყილოვანში გაიმართა.
ხმათა უმრავლესობით აღნიშნულ დასახლებებში შემდეგი პროექტების განხორციელება დაიგეგმა:სანიაღვრე არხების მოწყობა, საბავშო გასართობების მოწყობა, წყლის სათავე ნაგებობისა და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია.
ხვალ 17 თებერვალს სოფლის საერთო კრებები დუისში, წინუბანში და ზემო ხალაწანში გაიმართება.