ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 13 თებერვალს, 13:00 საათიდან, სოფელ მაწიმის ამბულატორიის შენობაში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა „ოფთალმიჯი“, საქველმოქმედო აქციას გამართავს. პაციენტებს უფასოდ ჩაუტარდება თვალის გამოკვლევა და გაეწევათ მაღალკვალიფიციური კონსულტაცია.
საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაიგეგმება თვალის სხვადასხვა სახის ქირურგიული ოპეტაცია.