Home რეგიონი სიღნაღი სიღნაღში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

სიღნაღში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო

მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო!

სიღნაღის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 3 თებერვალს, სოფელ ნუკრიანიდან დაიწყო.

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ალადაშვილი, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი, საკრებულოს თავჯდომარე დავით ჯანიკაშვილი, მერის პირველი მოადგილე დავით დურგლიშვილი თვითმმართველობის თანამშრომლებთან ერთად სოფელ ნუკრიანში, ბოდბესა და ქვ. ბოდბეში გამართულ საერთო კრებაზე იმყოფებოდნენ.

დღეს ჩატარებულ შეხვედრებზე პრიორიტეტულ საკითხებად სპორტული ტრენაჟორების, გარე განათების, სასაფლაოს შემოღობვისა და სკვერის მოწყობის საკითხები დასახელდა.

შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრები 3 თებერვლიდან 10 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და ყველა სოფელს მოიცავს.