დღის ამბებისაზოგადოება

ჯერჯერობით საუბარი ქალაქის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე არ არის- ირაკლი ქადაგიშვილი

კახეთში ინფიცირებული 50 წლამდე ასაკის ექიმი თბილისში, ბოჭორიშვილის კლინიკაშია გადაყვანილი. ფაქტის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე კახეთის გუბერნატორმა განაცხადა.

,,1 მაისს კახეთის მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო პისიარ ტესტირებები, მოწყვლადი ჯგუფების პირველ რიგში კი ექიმების კვლევა.

ტესტირების შედეგად ყვარელში 1 ადმიაანს დაუდასტურდა ვირუსი, რომელიც უკვე გადაყვანილია ბოჭორიშვილის კლინიკაში, თბილისში.

ადგილობრივი შტაბი დილიდან შეკრებილია, ეპიდემიოლოგები კი მუშაობენ ყველა კონტაქტის დადგენაზე. დაინფიცირებული ქალბატონი , ევექსში, იყო ექიმი, მოძიებულია ოჯახის წევრების კონტაქტებიც.

დაახლოებით ერთ საათში უკვე დავიწყებთ ყველა ამ მოძიებული კონტაქტების სწრაფი ტესტებით გამოკვლევას. ძნელია თქმა დაზუსტებით ვინ არის წყარო.

ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ციფრს სჭირდება გადამოწმება, გაჟღერდა ინფორმაცია რომ 60 პაციენტთან იმყოფებოდა გამოძახებაზე რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

გაცილებით ნაკლებ პაციენტთან არის ნამყოფი, ყველა გამოძახებაზე გასვლა დათვლილია, ვიცით ასევე ყველა თანამშრომელი.

ის ადამიანები, რომლებიც ამ შემთხვევის გამო რისკ ჯგუფში არიან, მათ გადავიყვანოთ კარანტინში, მზად გვაქვს უკვე კარანტინის სივრცე,მკაცრი თვითიზოლაცია იქნება, ჯერჯერობით საუბარი ქალაქის ან რომელიმე სეგმენტის ჩაკეტვაზე არ არის.,, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა გუბერნატორის განცხადებით, ჩაიკეტება თუ არა ყვარლის მუნიციპალიტეტი ან რა დამატებითი რეგულაციების გატარება იქნება საჭირო ეს საღამოს სწრაფი ტესტირების პასუხების შემდეგ გახდება ცნობილი

 

კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

კახეთში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა

Posted by TV Imedi on Saturday, May 2, 2020

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close