Home დღის ამბები სამართალი პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

პოლიციამ კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში, მათ შორის კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო. დაკავებულია 9 პირი, აქედან 4 კახეთის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს ლაგოდეხის, ყვარლის, დედოფლისწყაროსა და საგარეჯოს რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა დააკავეს. სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად რეგიონში ნივთმტკიცებად ამოღებულია: 3 ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, გადაჭრილი სანადირო თოფი, 4 მჭიდი, 77 ვაზნა და 1 ხელყუმბარა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.