იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა

იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა

Views: 625 იყალთოში ქარმა ხე მოგლიჯა, ელექტროსადენები და ბუნებრივი აირის მილები დააზიანა ვრცლად/More »

ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

ნავთობკომპანიის 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასს ითხოვს

Views: 15 დედოფლისწყაროში მომუშავე ნავთობკომპანია შპს „ფრონტერა ისტერნ ჯორჯია“-ს ყოფილი 84 თანამშრომელი 11 თვის ხელფასის ანაზღაურებას ითხოვს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც უხელფასოდ მუშაობის გაგრძელებაზე უარი თქვეს, კომპანიამ გაათავისუფლა. „მთელი ეს პერიოდი, ვრცლად/More »

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ, მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა

საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიამ, მოქალაქეთა ინიციატივა მოიწონა

Views: 54 თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით -ტერიტორიული დაგეგმარების, ინფრასტრუქტურის და ბუნებრივი რესურსების კომისიამ სხდომა ჩაატარა. სხდომაზე  პროფესორ თენაგიზ სიმაშვილისა და მოქალაქეთა ერთობლივი განცხადება განხილეს , რომელიც ე.წ. „გიგოს გორაზე“ რეპრესირებულთა მომრიალური პარკის ვრცლად/More »

მალხაზ მელქუაშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან

მალხაზ მელქუაშვილს ლიკვიდაციით ემუქრებიან

Views: 103 ,,ცალკე საკითხია მოგვწონს თუ არ მოგვწონს მალხაზ მელქუაშვილი და მისი პროექტი “ახალი თაობა ” მაგრამ მნიშვნელოვანი ისაა რომ დღეს მას ემუქრებიან პანკისელები ლიკვიდაციით და ის და მისი ოჯახის სიცოცხლე საფრთხეშია ვრცლად/More »

ბაგა ბაღების აღსაზრდელებისათვის გამოცხადებული ხორც პროდუქტების ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალა

ბაგა ბაღების აღსაზრდელებისათვის გამოცხადებული ხორც პროდუქტების ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალა

Views: 76 ბაგა ბაღების აღსაზრდელებისათვის გამოცხადებული ხორც პროდუქტების ტენდერი გურჯაანის მუნიციპალიტეტშიც ჩაიშალა ვრცლად/More »

თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ

თელავის მოსახლეობას წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები შეხვდნენ

Views: 947 თელავში, კავკასიონის ქუჩაზე მცხოვრებ მოსახლეობასა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებს შორის შეხვედრას  სიტყვიერი შელაპარაკება მოჰყვა. ვრცლად/More »

2020 წელს, ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუტქების შეძენას ითვალისწინებდა ჩავარდა

2020 წელს, ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუტქების შეძენას ითვალისწინებდა ჩავარდა

Views: 164 2020 წელს, ყვარლის საბავშვო ბაგა-ბაღების მიერ გამოცხადებული ტენდერი, რომელიც ხორცპროდუტქების შეძენას ითვალისწინებდა ჩავარდა. როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა “მთავარი ამბები კახეთთან” განმარტა : -საბავშვო ბაგა-ბაღების ხორცპროდუქტებისათვის ტენდერი 2019 წლის 22 დეკემბერს ვრცლად/More »

გრიპის ვირუსის მორიგი მსხვერპლი – ზუგდიდში 22 წლის გოგო დაღუპა

გრიპის ვირუსის მორიგი მსხვერპლი – ზუგდიდში 22 წლის გოგო დაღუპა

Views: 30 ზუგდიდში 22 წლის გოგო გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, ახალგაზრდას დაღუპვა ვირუსულ ინფექციას უკევშირდება. მედიკოსების თქმით, პაციენტის მდგომარეობა მოულოდნელად დამძიმდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. წყარო: newposts.ge ვრცლად/More »

5 839 ავარია და 481 გარდაცვლილი ერთ წელში

5 839 ავარია და 481 გარდაცვლილი ერთ წელში

Views: 40 საქართველოში 2019 წლის განმავლობაში 5 839 ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რა დროსაც 481 ადამიანი დაიღუპა და 7921 დაშავდა – ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით „საქართველოს ალიანსი უსფრთხო გზებისთვის“ ავრცელებს. ვრცლად/More »

თელავში, საჯარო ლექცია თემაზე „პირადი საზღვრების დაცვა“გაიმართა

თელავში, საჯარო ლექცია თემაზე „პირადი საზღვრების დაცვა“გაიმართა

Views: 120 „დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის“, თელავის ოფისში, საჯარო ლექცია თემაზე „პირადი საზღვრების დაცვა“გაიმართა, რომელსაც  სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის სპეციალისტი, ფსიქოლოგი მაკა ინანაშვილი გაუძღვა. ვრცლად/More »

 

არის თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტი? თან კი და თან არა

წლებია, საზოგადოებრივ ტრანსპორტს ქართულ ცნობიერებაში მნიშვნელოვანი როლი უკავია, სენტიმენტალური, სტერეოტიპული დატვირთვა აქვს და ის, როგორც ფენომენი, საზოგადოების იმ ნაწილს წარმოაჩენს, რომელსაც არც მანქანა აქვს და არც ტაქსის ფული, რაც, ბუნებრივია, იმთავითვე უმრავლესობას წარმოადგენდა.
თუ კი ზედმეტად მგრძნობიარე და შთაგონებული ხარ ერის კულტურული, მენტალური თავისებურებები ტრანსპორტში ამოიცნო, იძულებული ხარ შეზღუდულად ისიამოვნო ან დაბრუნდე სახლში და „მიდიოდა მატარებელს“ უყურო.
მხოლოდ იმიტომ ვწერ შუალედურად ამ საკითხზე, რომ არსებობენ პირები რომლებიც საკუთარი ინიციატივით მუშაობენ და ბუნებრივია, ისინი კერძო გრაფიკით მუშაობენ, არ ექვემდებერებიან არცერთ ოფიციალურ სისტემას, რომელიც გარკვეულწილად შეგვიქმნიდა იმის წარმოდგენას, რომ არც ისე წყალწაღებულია ეს ქალაქი.

„მარშუტკები“ მხოლოდ ქალაქის იმ ნაწილში (კავკასიონის ქუჩა, ალაზნის გამზირი, საავადმყოფო, უნივერსიტეტი) მოძრაობენ, სადაც მეტი მგზავრია და რომლის გავლასაც ნაკლებ დროსა და საწვავს მოანდომებენ, ორნი ერთმანეთთან შეთანხმებულად მოძრაობენ და ეს გრძელდება მანამ, სანამ რომელიმეს რამე პირადი თუ ტექნიკური პრობლემა არ შეექმნება. ამასთან, ეს ბედნიერება მხოლოდ შაბათ-კვირის გარდა 6 საათამდე გრძელდება. ამრიგად, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არსებობს, მაგრამ შეზღუდულად და თანაც ისე, რომ მოქალაქეების დიდი ნაწილი ძირითადად თამაშგარე რჩება. მეორე მხირვ, უკვე თელავშიც შეინიშნება სატრანსპორტო პრობლემები, რაც ძირითადად მანქანის გასაჩერებელი ადგილების არარსებობაში გამოიხატება, ჩვენში მას მოუწესრიგებელ პარკინგს ეძახიან.


რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ხალხის ცნობიერებაში საკუთრი მანქანის ყოლით გამოწვეულ ეიფორიას ჩაანაცვლებს, მაგრამ ამხრივ წინგადადგმულ ნაბიჯად მაინც ჩაითვლება.
ვისაც კი თელავში ბოლო რამდენიმე წელია უცხოვრია, აუცილებლად ემახსოვრება ის დიდი ყვითელი ავტობუსები, სკოლის მოსწავლეებსა და სტუდენტებს უფასოდ რომ ემსახურებოდა და მარშუტიც დამაკმაყოფილებელი იყო. ამ ხალხს ისიც კარგად ემახსოვრება, თუ როგორ მისტიკურად გაქრა და მოულოდნელად ჩოხელის სტადიონზე აღმოჩნდა, დღემდე არც ისეთი თანხა მოიძებნა, რომელიც ამ ავტობუსებს ქმედუნარიანობას დაუბრუნებდა. ამ ყველაფერთან ერთად კი სიცილ-კისკისით განიხილება იყალთოს მეტროსთან ურნების განთავსება და ცივის მთიდან ქალაქის ცენტრამდე საბაგიროს გაყვანასთან დაკავშირებული საკითხები.

დრო გადის, თუმცა თელავისთვის არა.
დაპირებები არასდროს ძველდება და არც ახლები კარგავს აქტუალურობას. ჩვენ კი წლიდან წლამდე ველოდებით მურმანიძეს რეზოლუციას (კ/ფ „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“) 🙂

Facebook Comments