დღის ამბებისაზოგადოება

კახეთში 82 პირს ახალი კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კახეთიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 82 სინჯიდან ყველა პასუხი უარყოფითია.

რეგიონიდან გუშინ ახალ კორონავირუსზე მედპერსონალის 70 წარმომადგენელი და კარანტინის სივრციდან საეჭვო სიმპტომების მქონე 12 პაციენტი გამოიკვლიეს.

„ჯამურად 82 ტესტის ნიმუშზე მიღებული პასუხი ნეგატიურია, COVID-19 არც ერთს არ დაუდასტურდა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და ჯანმრთელობის ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა, ნელი ხიზანიშვილმა.

მისივე თქმით, გრძელდება საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ნიმუშების აღება, როგორც ე.წ ცხელების კლინიკებიდან, ასევე საკარანტინო სივრცეებიდან. ამავდროულად, ტესტირება უტარდება მედპერსონალსაც.

ამ ეტაპზე კახეთში კარანტინის 11 სივრცეში 502 მოქალაქე იმყოფება.

 

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close