ყვარლის მთავარ ბიბლიოთეკაში, მუნიციპალიტეტის საბიბლიოთეკო გაერთიანების ბიბლიოთეკარებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრა. შეხვედრას ესწრებოდა ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრის დირექტორი მაია ზარდიაშვილი. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები და განხილულ იქნა ინვენტარიზაციის საკითხები.