დღის ამბებისაზოგადოება

გურჯაანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

COVID-19-ის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, ამ წუთებში გურჯაანში მოსახლეობის თერმოსკრინინგი მიმდინარეობს.

“თერმოსკრინინგი პირველ რიგში მაღაზიებთან, აფთიაქებთან, ბანკებთან მყოფ ადამიანებს და ქუჩაში გამოსულ მოქალაქეებს უტადება. მეორე ეტაპზე კი მოხდება სახლებში ვიზიტი ,“- აცხადებენ მერიაში.

თერმოსკრინინგს გურჯაანის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები, მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში, საკრებულოს დეპუტატები და აიპების თანამშრომლები ატარებენ.

თერმოსკრინინგი დღეს ქალაქ გურჯაანიდან დაიწყო და ეტაპობრივად მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მოიცავს.

მეტი

მსგავსი სიახლეები

Close