ახმეტის მუნიციპალიტეტსა და ჩეხეთის – პრახატიცეს მუნიციპალიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსი ფიცხელაურმა და პრახატიცეს მერის მოადგილემ იან კოტრბამ მოაწერეს.
მემორენდუმის მიზანია ეკონომიკური კავშირების შექმნა, ერთობლივი პროექტების განვითარების ხელშეწყობა,ცოდნის მოპოვება და გაცვლა საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის, სპორტული ღონისძიებების ორგანიზება და გამოცდილებისა და ცოდნის გაცვლა სხვადასხვა სფეროებში