ყვარლის მუნიციპალიტეტის მერმა გივი ზაუტაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარე ილია მზექალაშვილმა, მერის პირველ მოადგილე ვალერი გოქსაძესთან, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ მაია ავაზაშვილთან ერთად, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი, გადაუდებელი დახმარების საჭიროების მქონე ბავშვიან ოჯახებს საყოფაცხოვრებო ნივთები გადასცეს.
აღნიშნული ნივთები მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოცდაათამდე პირველადი საჭიროების მქონე ბავშვიან ოჯახს გადაეცა.