Home ბლოგი ფესტივალი “ჭაჭა 2024“ კვლავ თელავი მასპინძლობს

ფესტივალი “ჭაჭა 2024“ კვლავ თელავი მასპინძლობს


ყოველწლიური ტრადიციული, რეგიონული ფესტივალი „ჭაჭა“ – 2024

2024 წლის 19 ოქტომბერი, 12-00 – 18-00 სთ. თელავი, ერეკლე მეფის მოედანი

ფესტივალის პროგრამა:

• 12-00 სთ – ფესტივალის გახსნა მუსიკალურ- თეატრალიზებული მსვლელობით;

• 12-45 სთ – 13-00 სთ. -საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის

„საქპატენტი“ მიერ საქართველოს დაცული გეოგრაფიული აღნიშვნების პრეზენტაცია;

• 12-30 – 18-00 სთ

– კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის მცირე მარნების, ფერმერების და გლეხების და ასევე ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების მიერ ჭაჭის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;

– კახეთის რეგიონის ყველა – რვა მუნიციპალიტეტის მიერ საკუთარი კუთხეების წარდგენა, მათთვის დამახასიათებელი ეთნოსის, ტრადიციების და კულტურის წარმოჩინებით;

– კახეთისთვის დამახსიათებელი გასტრონომიული კუთხე და ტრადიციული კერძების გამოფენა-გაყიდვა;

– კახეთის რვა მუნიციპალიტეტის 60-ზე მეტი მეწარმის პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;

– მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი კულტურული პროგრამა, რომელსაც ტრადიციულად წარუძღვება საქართველოს სახალხო არტისტი, თელავის თეტარის მსახიობი ვანო იანტბელიძე;

• 14-00 – 16-00 სთ – ფესტივალის ფარგლებში საკონკურსო ჟიური ჩაატარებს ჭაჭის სადეგუსტაციო ერთობლივ მასტერკლასს:

– გიორგი სოლომნიშვილი – რა უნდა გავითვალისწინოთ მაღალი ხარისხის ჭაჭის გამოხდისას – ძირითადი პრინციპები;

– გიორგი დათუკიშვილი – ჭაჭის გამო სახდელად საჭირო ყურძნის მიმართ წაყენებული მოთხოვნები;

– გიგა კუჭავა – რა უნდა გავითვალისწინოთ ჭაჭის ნაზავის შექმნისას;

– ზაზა გრიგალაშვილი – ჭაჭის მარკეტინგი, დეგუსტაცია და შეხამება.

• 16-00 სთ – 17-00 სთ – თეატრი № 1-ი სპექტქკლი „ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს“ (რეჟისორი კიაზო ჯობავა) თეატრალიზებული მუსიკალური ნომრებით.

• 17-00 სთ – გამარჯვებულების დაჯილდოვება 2024 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის – ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლებით, შესაბამისი მოწმობებით – ცალკე ფერმერები და გლეხები, ცალკე კომპანიები.

• 17-30 სთ – 2024 წლის ფესტივალზე ყველაზე კრეატიული მუნციპალიტეტის დაჯილდოება, რომელსაც ფესტივალის ორგანოზატორის მხრიდან გადაეცემა მის ტერიტორიაზე არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის ფულადი ჯილდო;