Home დღის ამბები სპორტი ყვარელში მუნიციპალური მინი ფეხბურთი გაიმართა

ყვარელში მუნიციპალური მინი ფეხბურთი გაიმართა

სასკოლო სპორტული ოლიმპიადის ფარგლებში, მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა მინი ფეხბურთში. შეჯიბრში 13 სკოლა იღებდა მონაწილეობას.ვაჟთა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა გავაზის საჯარო სკოლის გუნდმა, ხოლო II ადგილზე გავიდა ყვარლის მე-2 საჯარო სკოლის გუნდი.გოგონათა კატეგორიაში I ადგილი დაიკავა საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის გუნდმა, ხოლო მე-2 ადგილზე გავიდა ჩანტლისყურის საჯარო სკოლის გუნდი.შეჯიბრში გამარჯვებულ მონაწილეებს მედლები და თასები გადაეცათ.