გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ჩუმლაყში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაციას ახორციელებს.
რეაბილიტაცია უტარდება მე – 14, 25 – ე და 28 – ე ქუჩებს, სადაც ასფალტის საფარის პირველი ფენა უკვე დაიგო.
აღნიშნული გზების რეაბილიტაციას ტენდერში გამარჯვებული შპს “გზების და მშენებლობის ჯგუფი” ახორციელებს, რისთვისაც ჯამში 833 000 ლარი დაიხარჯება.