„პოლიტიკურმა პარტიამ „გახარია საქართველოსთვის” გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოფისი გახსნა.
ინფორმაციას პარტიის წევრი როინ ქოჩორაშვილი ავრცელებს: „ვისაც გსურთ ამ კორუმპირებული, ღირსებისგან დაცლილი ხელისუფლების შეცვლა 26 ოქტომბერს, გელოდებით ჩვენს ოფისში, მითითებულ მისამართზე :წმინდა ნინოს და თავისუფლების კვეთა, გურჯაანის ბაზრის მიმდებარე ტერიტორია ეკლესიასთან. “