Home დღის ამბები კულტურა განოფენა „კახეთის სამკაული“ მუზეუმში ბრუნდება

განოფენა „კახეთის სამკაული“ მუზეუმში ბრუნდება

28 სექტემბერს , 14:00 საათზე, თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცე, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე ,კვლავ უმასპინძლებს “კავკასიური კულტურის კვლევის ცენტრისა” და გალერეა “კებზარის” ერთობლივ გამოფენა – გაყიდვას “კახეთის სამკაული”.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება კახური სამკაულის 30 – მდე ნიმუში.

აღნიშნული გამოფენა , 20 სექტემბერს ერთი დღით მოეწყო მუზეუმის კახთ-მეფეთა სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე და დიდი მოწონება დაიმსახურა.სწორედ საზოგადოების დიდმა ინტერესმა განაპირობა ის რომ გამოფენა ,,კახეთის სამკაული” ორი კვირით კვლავ გამოიფინება თელავის ისტორიული მუზეუმის დროებით საგამოფენო სივრცეში.