Home რეგიონი ლაგოდეხი ლაგოდეხში აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ლაგოდეხში აფხაზეთში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს

აფხაზეთის ომში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, ლაგოდეხის მერიის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სახელმწიფო დროშა დაეშვა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.

გმირი მფრინავის ჯიმი მაისურაძის სახელობის სკვერში,ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტიდან, აფხაზეთის ომში 150 მოქალაქე იბრძოდა. 15 მებრძოლი დაიღუპა